fbpx

დავით ქართველიშვილი ქსენოფობიის კამპანიაზე: დამკვეთი მხარე ომისა და ღალატის პარტიაა, თუმცა იმედია ხელისუფლება თანაბრად “დაუნდობელი” იქნება გინდ ქართველ, რუს ან უკრაინელ პროვოკატორებთან მიმართებაში

დავით ქართველიშვილი ქსენოფობიის კამპანიაზე: დამკვეთი მხარე ომისა და ღალატის პარტიაა, თუმცა იმედია ხელისუფლება თანაბრად “დაუნდობელი” იქნება გინდ ქართველ, რუს ან უკრაინელ პროვოკატორებთან მიმართებაში „ომისა და ღალატის პარტიას და მათ საერთაშორისო კურატორებს მსგავსი რუსოფობიურ-ქსენოფობიური პროვოკაციების აგორების ძირითადი ვექტორი ჰქონდათ შერჩეული, საკუთარი ახალგაზრდული ზონდერ-ჯგუფების მიერ რუსი ტურისტების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, მათი ჩხუბისკენ პროვოცირების გზით“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით არ არის გამორიცხული ქართველებსა და რუსებს შორის ინციდენტი პროვოცირებული იქნას საქართველოში მყოფი უკრაინელ დევნილთა კონტინგენტის მხრიდან. „მართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადება იმის დასტურია, რომ ხელისუფლება: შსს, სუს, საგარეო დაზვერვა – მზადაა ომისა და ღალატის პარტიის, რუსოფობიაზე, შოვინიზმსა და ქსენოფობიაზე აგორებული პროვოკაციების გზით, საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის მორიგი მცდელობა წარმატებულად მოიგერიოს და ეს არის მთავარი. “ენჯეოების”, პოლიტიკოსების, მათი მედიების, ცალკეული კომერციული ობიექტების ისტერიული ფეიკ-კამპანია, საქართველოში არარსებული და არნახული რაოდენობით რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედროების და სპეცსამსახურების თანამშრომლების მასიურად შემოსვლის თაობაზე – მორიგი ცილისწამებაა, თუმცა შორს მიმავალი მიზნებით. ომისა და ღალატის პარტიას და მათ საერთაშორისო კურატორებს მსგავსი რუსოფობიურ-ქსენოფობიური პროვოკაციების აგორების სამი ძირითადი ვექტორი ჰქონდათ შერჩეული: საკუთარი ახალგაზრდული ზონდერ-ჯგუფების მიერ რუსი ტურისტების მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, მათი ჩხუბისკენ პროვოცირების გზით მსგავსი პროვოკაციები საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული პოლიტტექნოლოგების მონაწილეობითაც არის მოსალოდნელი. მაგალითად, ანტონ მიხალჩუკი, ჩვენი “პროვოკაციულ-ანტისაოკუპაციო მოძრაობის” პარტნიორი, რომელმაც ერთი კვირის წინ ბელარუსის ერთ-ერთ მედიაპლატფორმას საქართველოზე ფეიკებით გაჯერებული ვრცელი ინტერვიუ მისცა (იხ. კომენტარებში) არაა გამორიცხული ასევე, ქართველებსა და რუსებს შორის ინციდენტი პროვოცირებული იქნას საქართველოში მყოფი უკრაინელ დევნილთა კონტინგენტის მხრიდან ყოველ შემთხვევაში – ამის დამკვეთი და დაინტერესებული მხარე, ომისა და ღალატის პარტია იქნება, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, იმოქმედებს კანონის ფარგლებში და თანაბრად “დაუნდობელი” იქნება გინდ ქართველ, გინდ რუს ან უკრაინელ პროვოკატორებთან მიმართებაში“- წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება