fbpx

დავით ქართველიშვილი: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა

დავით ქართველიშვილი: ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების დავით თოდუასა და რატი ჭელიძის უკანონო გზებით ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა „პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე – იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი.“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ/ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ/ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე – კიევში “Milton group”-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი – კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან. „როგორც თაღლითობის, ასევე საერთაშორისო დონის კრიმინალის “იარლიყების” ჩამოხსნა შეუძლებელია – სულ რომ პრეტენზია გქონდეს ახალი პოლიტიკური “დალაი-ლამას” როლის მორგებაზე. დავით კეზერაშვილის ბოლოდროინდელი თავდასხმაზე გადასვლა – საკუთარი ტრანსნაციონალური დანაშაულის სუს-ზე გადაბრალებით – ამის მკაფიო მაგალითია. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ე.წ. “ქოლ ცენტრებთან” დაკავშირებით გახსნილმა დანაშაულმა გამოააშკარავა დავით კეზერაშვილისა და მისი უახლოესი ბიზნეს/პარტნიორების – უკანონო გზებით ახალი ფინანსური პირამიდის შექმნის მორიგი მცდელობა. ამ პარტნიორების რიცხვში მოიაზრებიან პირველ რიგში ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნეს/კომპანიების მმართველ მენეჯერებს, აქედან რატი ჭელიძე ორი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე – იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი. რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ/ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ/ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე – კიევში “Milton group”-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში გახსნილი ქოლ/ცენტრი დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით – კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ამანთ ჟოზიფი – კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს/პარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ ქოლ/ცენტრებს ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული. 2020 წელს, კიევში “Milton group”-ის საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამ ქოლ/ცენტრების ძირითადი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც დავით კეზერაშვილის უახლოეს ბიზნეს/პარტნიორებს წარმოადგენენ და ასობით მილიონ ევროსა თუ დოლარს აკეთებენ ევროპელ გულუბრყვილო მოქალაქეების სურვილებზე – სწრაფი მოგება ნახონ ქოლ/ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ მაქინაციებზე, სინამდვილეში კი ამით საკუთარ ფულსაც კარგავენ და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური პირამიდის აშენებას უწყობენ ხელს. P.S.: ფოტოზე 1 ნომრით გამოსახულია დავით კეზერაშვილის ბიზნეს/პარტნიორი დავით თოდუა, ხოლო 2 ნომრით ნაჩვენებია ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი Amant Josifi (ფოტო გადაღებულია 2020 წელს, კიევში “milton group”-ის საახალწლო წვეულებაზე).“- წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება