fbpx

დავით ქართველიშვილი: უბრალოდ, დაფიქრდით და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ამ რამდენიმე ხნის წინ ქართული სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, დიდი ოდენობით ტროტილის გადატანის ფაქტის აღკვეთას იხსენებს. „რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინათ თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი,“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი სვამს კითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?

„რუსეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე, 150-მდე დაღუპულზე და დასახიჩრებულზე აქამდე არაფერი თუ არ დამიწერია, იმას არ ნიშნავს, რომ არ ვგმობ მშვიდობიან მოსახლეობაზე ნებისმიერ მსგავს ვერაგობას და ტრაგედიას. უბრალოდ მეორე დღეა აი რაზე ვფიქრობ: რა ფორმით განხორციელდება რუსეთის მხრიდან შურისძიება, დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადების (“სიკვდილი სიკვდილის წილ”) შემდეგ და რა დღეში ჩავარდებოდა საქართველო, ჩვენს სპეცსამსახურებს რომ არ შეეჩერებინა თავის ტერიტორიაზე უკრაინიდან რუსეთისკენ მიმავალი, ტერორისტული აქტების ჩასადენად, განკუთვნილი ტვირთი. უბრალოდ ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, ამ ტროტილით რუსეთის რომელიმე სტადიონი ან საკონცერტო დარბაზი რომ აეფეთქებინათ და აღნიშნული აქტის გეოგრაფია (უკრაინა-საქართველო-რუსეთი), რომ გაცხადებულიყო. ან წარმოიდგინეთ, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველომ მსგავსი გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა, კრასნოგორსკის “კროკუს სითი ხოლში” ვიღაცის ბოროტმა განზრახვამ “გეგმა В” მოიყვანა სისრულეში.

უბრალოდ, დაფიქრდით ამაზე და უპასუხეთ მარტივ შეკითხვას – “მეორე ფრონტის” საფრთხის მიმართ გვაქვს თუ არა მოდუნების უფლება?“ – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება