fbpx

დავით ქართველიშვილი: სუვერენიტეტი – ვასალობის წინააღმდეგ! სახელმწიფო – პოლიგონის მაგივრად! ევროპული გამჭვირვალობა – საბჭოური იატაკქვეშეთის საპირწონედ!

„ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ლუციფერის, ავადონის და ბაფომეტის პირისპირ! ვინ გაიმარჯვებს? დადეთ თქვენი ფსონები!” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. პოსტში ქართველიშვილი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს და მათ შორის არჩევანის გაკეთებას მკითხველს ანდობს.

„ეროსის, კახის, ვერიკოს, კოტეს, გივის, სოფიკოს და ორსავე სოფელსა შინა მყოფი ჩვენი უამრავი არმიის წინააღმდეგ – დოი, ბაია, ნანკა, ილიკო თუ მათი ლეგიონის დანარჩენი ჭინკების ჯანყის წარმატება ვისაც გჯერა, იმკურნალეთ!

სუვერენიტეტი – ვასალობის წინააღმდეგ!
სახელმწიფო – პოლიგონის მაგივრად!
ევროპული გამჭვირვალობა – საბჭოური იატაკქვეშეთის საპირწონედ!
სუფთა ლუკმა-პური – შავი ბინძური აღურიცხავი ფულის სანაცვლოდ!
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ლუციფერის, ავადონის და ბაფომეტის პირისპირ!
ვინ გაიმარჯვებს? დადეთ თქვენი ფსონები!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება