https://www.facebook.com/reel/662852556590858 დავით ქართველიშვილი- საშინელებაა, აბა რა! შოტლანდიელი ლეიბორისტების ახალი ლიდერი, პაკისტანელი ანას სარვარი – რომელმაც ამ პოზიციაზე შეცვალა თავისი “შოტლანდიელი” თანამემამულე ჰამზა იუსეფი აღშფოთებასა შინა შეშფოთებულია: “ყოველ სამთავრობო უწყებაში ყოველი საბჭოს ხელმძღვანელი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი უწყების დირექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი კოლეჯის და უნივერსიტეტის რექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის ყოველი სკოლის დირექტორი – თეთრკანიანია. შოტლანდიის უზენაესი სასამართლის ყოველი მოსამართლე – თეთრკანიანია. შოტლანდიის ციხის უფროსი – თეთრკანიანია. შოტლანდიის საინფორმაციო რედაქციის ყოველი უფროსი – თეთრკანიანია…”.
სავსებით გასაგებია ამ “შოტლანდიელის” აღშფოთება – გუშინწინ იმავე კარდიფში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩს ვუყურებდი: უელსის ბელგიის წინააღმდეგ – რომლის წინ მთელი სტადიონი “აკაპელო” მღეროდა საკუთარ ჰიმნს ვალიურ, და არა – არაბულ, ურდუს თუ პენჯაბურ ენაზე. ეს იმდენად აღმაშფოთებელი იყო “შოტლანდიელი” თუ “ინგლისელი” არათეთრკანიანი “აბორიგენებისთვის” – რამდენადაც საოცრად სასიამოვნო თეთრკანიანებისთვის…