fbpx

დავით ქართველიშვილი: საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

„იქ, სადაც პოლიტიკურ ველზე მარცხდება პარტიული საპროგრამო კონკურენტუნარიანი პაექრობა, ლიბერალური იდეოლოგია იწყებს ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლას, აგორებს აგრესიული ათეიზმის ახალ ტალღას, კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ ისტორიას ანაცვლებს ფსევდომეცნიერული დოგმებით, ადამიანის გან-სულიერების გზით, ცდილობს მასში უფლის ხატებასა და მსგავსების მოსპობას, მასში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ახალი ზომბირებული, გენმოდიფიცირებული ბიომასის შექმნას,“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმაურება.

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, ესქატოლოგიური ჟამი საქართველოში უკვე დამდგარია, ბრძოლის ველი და მოწინააღმდეგე – გამოაშკარავებულია. დასაცავი ღირებულებათა ბაზისიც – ნათელია. საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალია.

„ დღეს ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა თავის მორიგ წერილში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ახადა ფარდა, რაც არა მხოლოდ გლობალურ, არამედ ლოკალურ ხასიათს ატარებს და კარგად ასახავს იმ ბრძოლის ველს, რომელზეც საქართველოს უწევს დღეს მოწინააღმდეგესთან გამკლავება.
და ეს მოწინააღმდეგეა – მთელ მსოფლიოზე მეტასტაზებივით მოდებული ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც ებრძვის და სპობს ქვეყნებისა და ძირძველი ცივილიზაციების განუმეორებელ იდენტობას, ტრადიციულობას, რწმენას, ეკლესიას – რისი უშუალო თვითმხილველები და ამ ბრძოლის მონაწილენიც ვართ ჩვენც, აქ, საქართველოში.
როდესაც 2019 წელს ბორჯომში ჩატარდა ქართველ ქალ/ვაჟების გენდერული თავისუფლების არჩევანის შემსწავლელი ტრენინგები – ეს იყო ამ ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტი. როდესაც მიმდინარეობს ქართული თვითიდენტობის, “ქართველობის”, როგორც ეროვნულ ფასეულობათა ერთობლიობის “რუსეთუმეობით” შენიღბვა – ეს არის იმავე ბრძოლის კიდევ ერთი ფრონტი. როდესაც ჩვენს თვალწინ ომს უცხადებენ რელიგიურ, ეკლესიურ ტრადიციებსა და დღესასწაულებს – ეს არის კიდევ ერთი, ამ დაუნდობელი ბრძოლის მორიგი ფრონტი.
იქ, სადაც პოლიტიკურ ველზე მარცხდება პარტიული საპროგრამო კონკურენტუნარიანი პაექრობა, ლიბერალური იდეოლოგია იწყებს ტრადიციული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლას, აგორებს აგრესიული ათეიზმის ახალ ტალღას, კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ ისტორიას ანაცვლებს ფსევდომეცნიერული დოგმებით, ადამიანის გან-სულიერების გზით, ცდილობს მასში უფლის ხატებასა და მსგავსების მოსპობას, მასში ეთნიკური, რელიგიური და კულტურული იდენტობის მოშლას და ახალი ზომბირებული, გენმოდიფიცირებული ბიომასის შექმნას.
ბოლო ოცი წელიწადი, საქართველო აღნიშნული ბრძოლის ქარცეცხლის ეპიცენტრშია მოხვედრილი და ეს ბრძოლა, თავისი შინაარსობრივი ტრაგიზმით და მოწინააღმდეგის მხრიდან სისასტიკით არაფრით არ ჩამოუვარდება არც “დიდგორს” და არც “კრწანისს”. ეს ბრძოლა ასევე მოითხოვს თითოეული ჩვენგანის მონაწილეობას და იმ იარაღის დაუფლებას, რომელმაც საქართველოს ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობა უნდა დაიცვას აგენტოკრატებსა და ანტიქრისტეს “ტახტმაშენებლებთან” ომში.
ამ კუთხით, ეს ესქატოლოგიური ჟამი საქართველოში უკვე დამდგარია, ბრძოლის ველი და მოწინააღმდეგე – გამოაშკარავებულია. დასაცავი ღირებულებათა ბაზისიც – ნათელია. საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რისი მიღწევაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალია.“- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება