fbpx

დავით ქართველიშვილი: საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დაინიცირებას Facebook-გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ კანონპროექტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, საკითხი უნდა დადგეს კონკრეტული ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ და ქვეყანაში მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე.

მისი შეფასებით, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამ კანონის მიღებაზე პრობლემას ვერ ხედავს.

„ამ ტექსტს აქვს გარკვეული “სირთულე” და ამავდროულად აღქმის მაქსიმალური სიმარტივე: თუ რაზე მიდის საუბარი, უნდა შეგეძლოს ქართულად კითხვა, მაქსიმუმ 6-გვერდიანი ტექსტის მაინც. უნდა შეგეძლოს წაკითხულიდან აზრის გამოტანა. გვესმის, ძნელია, მაგრამ სხვანაირად ეს კომბინაცია არ მუშაობს. აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს დამოუკიდებლად, „ქოუჩების” მხრიდან მიღებული დირექტივების გარეშე, აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, შეურაცხადობის ნიშნით ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში აღრიცხვაზე აყვანა სავალდებულო უნდა გახდეს.

საქართველოში აკრედიტირებული რომელიმე საელჩოს მხრიდან აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, შესაბამისი დიპლომატი უნდა იქნას დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტების მისაღებად. საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ, ხოლო აკვიატებული „სიჯიუტის” გამოხატვის შემთხვევაში, ქვეყანაში მისი საქმიანობის შეჩერების თაობაზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამ კანონის მისაღებად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება