fbpx

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, დედა-ეკლესიაზე, საზოგადოებაზე არ ჩერდება პირდაპირი ძალადობრივი, ვანდალური, დეზინფორმაციული, შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც ცალსახად წახალისებული იყო აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების მხრიდან

„თუ რამე ჩამოაშორებს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს, ეს თავად დასავლური მეტასტაზები იქნება, რომლებთან თვით დასავლეთში არც გამკლავების სურვილი შეიმჩნევა და არც ჯანსაღ ცივილიზაციებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისკენ მისწრაფება,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მის პოსტშია ნათქვამი, საქართველოში აღშფოთებულები არიან ქვეყნის საბაზისო ღირებულებების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის გამო.

„საქართველო NATO-ს შორდება – შტატებში არ მალავენ, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული უკუსვლის გამო შეშფოთებულები არიან. ამას ემატება ოპოზიციის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიაც და დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკაც”.
ბოლო სამი წელიწადი, საქართველოში აღშფოთებულები ვართ ქვეყნის საბაზისო ღირებულებების წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის გამო. აშშ-ს კაპიტოლიუმზე ერთი შეტევა ვერ მოუნელებია, რასთან დაკავშირებით შტატებში საქართველოს საელჩოს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.
სამაგიეროდ, მხოლოდ უკანასკნელ წლებში, საქართველოს ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, დედა-ეკლესიაზე, საზოგადოებაზე არ ჩერდება პირდაპირი ძალადობრივი, ვანდალური, დეზინფორმაციული, შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც ცალსახად წახალისებული იყო აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოების მხრიდან.

რაც შეეხება „დემოკრატიულ უკუსვლას”, ისევე როგორც 9 წლის განმავლობაში დასავლეთისთვის “დემოკრატიის შუქურას” წარმოადგენდა ქართული ლიბერალური ფაშიზმის რეჟიმი, დღეს ჩვენთვის „დემოკრატიის უკუსვლის” ეტალონს წარმოადგენენ მოლდოვა და უკრაინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისა თუ მათი მედია-რუპორების საქმიანობის აკრძალვის კომპონენტში, ამ „სანაქებო” დემოკრატიის გზაზე, ჩვენ ცალსახად და სამწუხაროდ, „ჩამორჩენილები” ვართ.
თუ რამე ჩამოაშორებს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს, ეს თავად დასავლური მეტასტაზები იქნება, რომლებთან თვით დასავლეთში არც გამკლავების სურვილი შეიმჩნევა და არც ჯანსაღ ცივილიზაციებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებისკენ მისწრაფება…“ – წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება