fbpx

დავით ქართველიშვილი – სააკაშვილის მმართველობის დასრულებისთანავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო

დავით ქართველიშვილი – სააკაშვილის მმართველობის დასრულებისთანავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეიქმნა, სისხლიანი რეჟიმის მხრიდან სახელმწიფო ღალატის თითოეული ფაქტის შესწავლისა და მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით – ამის ბრალია! ,,პუტინის რეჟიმისთვის ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებების კოლაბორაციონისტული ჩაბარების გამო, არავის რომ არ მოეთხოვა პასუხი – ამის ბრალია!’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში პუტინის რეჟიმის კოლაბორაციონიზმისათვის კანონის ყველა სიმკაცრით დაისჯება ყველა, როგორც საჯარო მოხელე, ისე ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც შეღავათების მისაღებად რუსეთისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას ლობირებდა. როგორც ქართველიშვილი წერს, სააკაშვილის მოღალატეობრივი მმართველობის დასრულებისთანავე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეიქმნა დღემდე, სისხლიანი რეჟიმის მხრიდან სახელმწიფო ღალატის თითოეული ფაქტის შესწავლისა და მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით – ამის ბრალია. ,,სააკაშვილის მოღალატეობრივი მმართველობის დასრულებისთანავე – საპარლამენტო საგამოძიებო კომისია რომ ვერ შეიქმნა დღემდე, სისხლიანი რეჟიმის მხრიდან სახელმწიფო ღალატის თითოეული ფაქტის შესწავლისა და მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის მიზნით – ამის ბრალია! პუტინის რეჟიმისთვის ჩვენი სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული მიმართულებების კოლაბორაციონისტული ჩაბარების გამო, არავის რომ არ მოეთხოვა პასუხი – ამის ბრალია! და 2008 წლის შემდეგ დღემდე, КГБ-ს და ФСБ-ს გენერალიტეტის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ ობიექტებზე თავისი უახლოესი სანათესაო რომ მიიყვანეს სამუშაოდ – აი ისინი რომ ღალატზე გელაპარაკებიან!’’ წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება