fbpx

დავით ქართველიშვილი: როცა ყირგიზეთმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, სოროსის ფონდმა არც კი სცადა დეკლარაციის შევსება, ისე განაცხადა ქვეყნის დატოვების შესახებ – რა აქვთ ასეთი დასამალი?

„მინდა ყირგიზეთის ძალიან მკაფიო მაგალითი მოვიყვანო. როდესაც ეს კანონი მიიღეს ყირგიზეთში, პირველი, რაც სოროსის ფონდმა გააკეთა, იყოს ის, რომ განაცხადა ქვეყნის დატოვების შესახებ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

დავით ქართველიშვილის თქმით, სოროსის ფონდის ეს ქმედება კითხვებს აჩენს.

„სოროსის ფონდმა არც კი სცადა დეკლარაციის შევსება. ასეთი რა აქვს დასამალი სოროსის ფონდს ყირგიზეთში, რომ არც კი სცადა დამორჩილებოდა ყირგიზეთის კონსტიტუციას და დეკლარაციის შევსებაში მონაწილეობა მიეღო?“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება