fbpx

დავით ქართველიშვილი: როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე?

დავით ქართველიშვილი: როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე? ორი ვარიანტია: უტყუარი ფაქტებით გააქარწლო ეს ეჭვები ან სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა „ხალხის ძალა“ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრის, დავით ქართველიშვილის განცხადებას ავრცელებს. „როგორ უნდა მოიქცე, როდესაც თვეების განმავლობაში აშშ-ის კონგრესსა და მედიასივრცეში არ წყდება უკრაინის დაბრალება მისთვის განკუთვნილი შეიარაღების ბალტიისპირეთის, რუმინეთის, ალბანეთის, სერბეთის „შავი ბაზრებიდან“ სულ სხვა მიმართულებით გადანაწილების თაობაზე? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საინფორმაციო მედიასივრცე გვამცნობს, რომ ბრიტანეთის ექს-პრემიერ ჯონსონის ვიზიტი კიევში დაკავშირებული იყო მისი უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დადებული პირობების (დაპირებული პროცენტის მიღება მიწოდებულ შეიარაღებაში) ჩაშლის გამო უკმაყოფილებით, რასაც მოჰყვა კიდეც ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის გადადგომა? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც უკრაინული პრესა გატყობინებს საჯარისო ფორმირებების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე განხორციელებულ მილიარდობით საბიუჯეტო ქურდობაზე? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ღია წყაროებიდან იგებ: უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის – შენი მეორე ვადით არჩევა გამორიცხულია, რასაც უკვე მოჰყვა ამ „გაჩერებისკენ გამიზნული მატარებლიდან” არესტოვიჩის გადმოხტომა? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინფორმაციის ღია წყაროებიდან იგებ, რომ: პრეზიდენტის მეუღლე ელენა, დავოსის ფორუმზე დაკავებული იყო საოჯახო აქტივების (€2-4 მილიარდი) სარფიანი კაპიტალდაბანდების საკითხების მოგვარებით, რომ იგივე პროცესებით არიან დაკავებული – ერმაკი და პოდოლიაკი საფრანგეთსა და ბრიტანეთში, ხოლო არახამია – ამერიკაში? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც პრესაში ჟონავს ინფორმაცია, რომ FBI-ს მიერ მიმდინარეობს გამოძიება ზელენსკისა და ერმაკის შესაძლო როლის თაობაზე ლიბანში, მალიზე, სუდანში, განაში, პაკისტანსა და მიანმაში როგორც მინიმუმ $2,5 მილიარდი ღირებულების „გრადის” ტიპის რეაქტიული სისტემების გაყიდვის ფაქტზე, სადაც „ქეშად” მოიხსნა სულ მცირე $500 მილიონი? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც ინტერნეტიდან მოგდის ინფორმაცია, რომ აშშ-ში იანვრის თვეში ორპარტიული კონსენსუსის პირობებში შექმნილი განახლებული სამთავრობო კაბინეტი უკვე ახორციელებს უკრაინაში ოლიგარქებთან – ახმეტოვთან და ფირთაშთან მოლაპარაკებებს, ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბების მიზნით? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა; როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მედიიდან გესმის, რომ სწორედ ახალმა ხელისუფლებამ უნდა მიაღწიოს ომის შესაჩერებელი იმ ზავის ხელმოწერას, რომელიც ერთდროულად დააკმაყოფილებს ვაშინგტონს, მოსკოვსა და პეკინს? აქ ორი ვარიანტია: 1) უტყუარი ფაქტებით გააქარწყლო ეს ეჭვები ან 2) რაღაც სხვა თემით შეეცადო მისი გადაფარვა. როდესაც ამ ორი ვარიანტიდან, შეუძლებელია პირველზე მკაფიოდ გაცემული პასუხების მოძიება ინფორმაციის ღია წყაროებიდან, რა გაეწყობა – ვეცადოთ მეორესთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები მაინც განვიხილოთ: 22 იანვარს პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააანონსა სერიოზული საკადრო გადაადგილებები; „ავი ენების“ ინფორმაციით, საკადრო „ნიჩაბზე“ ზის ჩრდილში ისედაც დიდი ხნის მყოფი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი; „გენერატორების სკანდალში“ გახვეული, თანამდებობედან გადაყენებული და დაპატიმრებული იქნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ლოზინსკი; განცხადება წასვლაზე დაწერა ერმაკის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ; ჯარის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სფეროში კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი; თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ალექსი სიმონენკომ; დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა; თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრის მოადგილეებმა – ივან ლუკარიამ და ვისჩესლავ ნეგოდამ დატოვეს თანამდებობები; დნეპრის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ – დატოვა თანამდებობა; ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებს: ალექსანდრე სტარუხასა და იაროსლავ იანუშევიჩს, ასევე სუმების სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დმიტრი ჟივიცკის – შეუწყვიტეს უფლებამოსილება (ყველა კირილ ტიმოშენკოს კადრია); წასვლაზე განცხადება დაწერა კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ – დიდი ალბათობით, პრეზიდენტის ოფისში ის სწორედ კირილ ტიმოშენკოს ჩაანაცვლებს; საქართველო „აგრძელებს” უკრაინისადმი „არამეგობრული” პოლიტიკის გატარებას, რის გამოც ის იძულებული იქნება მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას, დახმარება გაუწიოს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციას საქართველოდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება