fbpx

დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე: მისი „ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: “ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში”

„ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ “ფაზებს” შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე “ჩაპაევის” თამაშს მიჩვეული “ინტელექტი” ვერ გაუძლებდა,“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის შედეგებზე ნიკა გვარამიას კომენტარი.
„ბეისბოლისტის მიერ საჭადრაკო პარტიის გარჩევა თუ შეგხვედრიათ? დღეს ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა. “ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ “ფაზებს” შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე “ჩაპაევის” თამაშს მიჩვეული “ინტელექტი” ვერ გაუძლებდა.

თავის დროზე საჭადრაკო ტურნირზე, ერთდროული სეანსის დროს, ოსტაპ ბენდერმა თავის მოწინააღმდეგეებს მისთვის ერთადერთი ცნობილი დებიუტი შესთავაზა: е2е4. ამით მოგების დიდი იმედი არ ჰქონდა – უბრალოდ, ჩვეულებისამებრ, მისით აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს უბრალოდ “აბოლებდა”.

ხოლო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჭადრაკო პარტიას, “ბეისბოლისტმა” გვარამიამ შემდეგნაირი კომენტირება მიაყოლა: კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? პრობლემა მხოლოდ მარტო წასულ ღარიბაშვილში იყო? კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? მისი “ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: “ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში” და ასევე “პუანკარეს განტოლების” ამოხსნის გვარამისეული ვარიანტი…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება