fbpx

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია

„ნაცმოძრაობის“ ყველაზე სტაჟიანი ლობისტი კარლ ბილდტი, პუტინის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი ოლიგარქის მიხეილ ფრიდმანის მრჩეველია“, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ორი დღის წინ თავის ტვიტერზე, კარლ ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით „წაიუზრდელა“. ამის მერე, ამომივარდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია რუსეთის ნომერ მეორე ყველაზე მდიდარ ოლიგარქზე მიხეილ ფრიდმანსა და მის მფლობელობაში არსებულ ლუქსემბურგის ერთ-ერთ კომპანია LetterOne Group-ზე, რომლის მმართველობის მრჩევლად მუშაობს კარლ ბილდტი. ამ საერთაშორისო თაღლითის შესახებ ჩემს არასრულყოფილ ინფორმაციაში ამ საინტერესო ფაქტის გამოტოვება უსამართლობა იქნებოდა. წინ მაქვს მისი კიდევ ერთ საინტერესო კომპანია RAND-ში მუშაობის შესწავლა, ინტუიცია მკარნახობს – რაღაც საინტერესო ფაქტებს წავაწყდები…“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება