fbpx

დავით ქართველიშვილი- “ნაციონალურ მოძრაობას”: საინტერესოა გაბედავთ თუ არა გააკრიტიკოთ ბაიდენის შვილი ევტუშენკოვთან კავშირის გამო

დავით ქართველიშვილი- “ნაციონალურ მოძრაობას”: საინტერესოა გაბედავთ თუ არა გააკრიტიკოთ ბაიდენის შვილი ევტუშენკოვთან კავშირის გამო და მოითხოვოთ თუ არა მისთვის სანქციების დაწესებას „როგორც ირკვევა ჰანთერ ბაიდენი და ევტუშენკოვი ბიზნეს საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ – მათ შორის მოსკოვში, ომის მიმდინარეობის პერიოდში“- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ექსპერტი წერს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციურ არხებს აქვთ შანსი დაამტკიცონ, რომ არ მოქმედებენ ორმაგი სტანდარტებით. “კიდევ ერთხელ მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას და ამ პარტიის მონა ტელევიზიებს – ირკვევა, რომ ჯო ბაიდენის შვილი და ევტუშენკოვი არიან ბიზნესპარტნიორები. სწორედ ეს ყოფილა მიზეზი, რის გამოც ევტუშენკოვს სანქციები არ აქვს დაწესებული ამერიკის მიერ. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა ჰანთერ ბაიდენი და ევტუშენკოვი ბიზნეს საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ – მათ შორის მოსკოვში, მათ შორის ომის მიმდინარეობის პერიოდში. ახლა გაქვთ შანსი დაამტკიცოთ, რომ არ ხართ მიკერძოებული მონები და არ მოქმედებთ ორმაგი სტანდარტებით – საინტერესოა გაბედავთ თუ არა გააკრიტიკოთ ბაიდენის შვილი ევტუშენკოვთან კავშირის გამო და მოითხოვოთ თუ არა მისთვის სანქციების დაწესებას. დაძაბულები გელოდებით”- წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება