fbpx

დავით ქართველიშვილი: მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი “ქოლ-ცენტრებით” ახეული ფულით, “დევნილი მედია-მენეჯერი” კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე “შეყვარებულ” კურტ ვოლკერს

დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც ვოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ – ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრას ეხმიანება.

„ამ ფოტომემატიანეში ყველაფერი “შესანიშნავია”, მათ შორის სიძეც – “ობიექტური” და “მიუკერძოებელი” ექს-დიპლომატი კურტ ვოლკერი, ქართულ პოლიტიკაში დიდი “სპეციალისტი”. მის მეუღლეს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტ – ია მეურმიშვილს, საერთოდ არ ვერჩი. აი “მისი ცოლის დაქალები” – მეჯვარე ეკა კვესიტაძე ამ “საოჯახო იდილიას” ნამდვილად ამშვენებს და ამ cosa nostra-ს პოლიტიკურ “არაანგაჟირებას” მხოლოდ ამძაფრებს…
მაგრამ ყველა ბედნიერ ოჯახს სჭირდება მყარი ფინანსური საფუძველი. ამ კუთხით, რა თბილია ის მეორე ფოტოსურათი – სადაც ამა წლის ივლისის დღეებში, ლონდონში, მორიგი ბირმინგემელი პენსიონერისაგან თავისი “ქოლ-ცენტრებით” ახეული ფულით, “დევნილი მედია-მენეჯერი” კეზერაშვილი უმასპინძლდება საქართველოზე “შეყვარებულ” ვოლკერს. ისიც მიირთმევს, ღებულობს ამ დაპატიჟებას, პრინციპიდან: “ქურდის ქურდი – ცხონდება”. დღეიდან არც ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე და არც ვოლკერის ანალიტიკურ განცხადებებზე საქართველოსთან მიმართებაში, გთხოვთ აღარ შეგვაწუხოთ – ჯოჯოხეთის ფილიალს დედამიწაზე ისედაც ჰყავს თავისი გადაჭარბებული თაყვანისმცემლები…“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება