fbpx

დავით ქართველიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ხასიათის საფრთხე ამ ეტაპზე თავიდან იქნა აცილებული, ეს რისკები კიდევ დიდ ხანს არ დაკარგავს თავის აქტუალურობას

„ჩემს მიერ საორგანიზაციო ბუდედ დასახელებული და გეოგრაფიულად ვარაუდის დონეზე ნახსენები უკრაინა, სამწუხაროდ, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტის კონტურებს იძენს. და ამ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეამაყება საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფი.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მისი ვარაუდი საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების თაობაზე, გამართლდა. მისი თქმით, ეს ვარაუდი მაშინაც უკრაინულ კვალთან იყო დაკავშირებული და რუსეთსაც ეხებოდა.

„პირველ რიგში, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი კოლეგებისა და მეგობრების წინაშე. წარმომიდგენია რა ქირურგიული სიზუსტით უნდა ემოქმედათ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ ორგანიზატორებზე გასულიყვნენ. სუს-ს კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, მთავარ პროკურატურასთან და შსს-თან ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად საქართველოში დააკავეს და ამოიღეს ტერორისტული აქტების ჩასატარებლად განკუთვნილი თანამედროვე ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლის ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების (არაა გამორიცხული, ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად), ნაწილი კი, ადგილზე, დიდი ალბათობით, საქართველოში დივერსიული აქტების ჩასატარებლად იყო განკუთვნილი. აღნიშნული დანაშაულის საწყისი წერტილია უკრაინა, ოდესის ნავსადგური. ერთ-ერთი ორგანიზატორი, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის” ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატი, წარმოშობით ბათუმელი ა. შარაშენიძეა. გამანადგურებელი ნივთი რუმინეთისა და თურქეთის გავლით, საქართველოში სარფის გამშვები პუნქტით მოხდა უკრაინული სანომრე ნიშნიანი „მინივენით”.

ამ ეტაპზე ამ ოპერაციაში მონაწილე 12 ადამიანია დაკავებული: 7 – საქართველოს, 3 – უკრაინის და 2 – სომხეთის მოქალაქე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული აქტების თაობაზე ჩემი მოლოდინების შესახებ ვარაუდი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გამოვთქვი. ეს ვარაუდი მაშინაც უკრაინულ კვალთან იყო დაკავშირებული და რუსეთსაც ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული ხასიათის საფრთხე ამ ეტაპზე თავიდან იქნა აცილებული, ეს რისკები კიდევ დიდ ხანს არ დაკარგავს თავის აქტუალურობას. ჩემს მიერ საორგანიზაციო ბუდედ დასახელებული და გეოგრაფიულად ვარაუდის დონეზე ნახსენები უკრაინა, სამწუხაროდ, დღეს უკვე დადასტურებული ფაქტის კონტურებს იძენს. და ამ ურთულესი პოლიტიკური მოცემულობის ფონზე, კიდევ ერთხელ მეამაყება საქართველოს სპეცსამსახურების პროფესიონალიზმი,” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება