fbpx

დავით ქართველიშვილი მთავარ არხს – ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ “წესის აგებას”, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება

ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ “წესის აგებას”, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

„განა იმიტომ ვწერ, რომ ორივეს პირადად ვიცნობ და ამ ურთიერთობით ვამაყობ – პრემიერსაც და სუს-ის უფროსსაც უდიდეს პატივს ვცემ, იღონდ არა პირფერობის გამო, არამედ საქმიდან გამომდინარე. ამ უაზრო ჭორებს და ამ ორ მეგობარს შორის “შავი კატის გაშვებას” არ შემიძლია არ ვუპასუხო: პრემიერმა ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება აიყვანა სათანადო დონეზე, ხოლო სუს-ის ხელმძღვანელმა “დერატიზაციის” და “ექზორციზმის” რიტუალები ჩაატარა წარმატებულად ჩემს სათაყვანო უწყებაში. ასე რომ, ტყუილად ირჯებით – მიხედეთ საკუთარ “წესის აგებას”, რომლის შემდეგ გადაწყვიტეთ: კრემაცია უფრო გამოგადგებათ, თუ ბანალური დასაფლავება… „ წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება