fbpx

დავით ქართველიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: როდესაც ჩვენ ასეთი დაქსაქსულები ვართ, რომ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ რაღაც მოვლენებს, სჯობს ამას აკეთებდეს კანონი

„ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა მუშავდება არის ის საზღვარი, რომელმაც ამ ჭინკებს და მათ გამოვლინებებს ხელი უნდა შეუშალოს აქ შესაღწევად“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში საზოგადოება არის ორად გაყოფილი და ვერ ხერხდება რაიმე საკითხზე მისი კონსოლიდირება.

„წარმოიდგინეთ, რა გახარებულები იქნებოდნენ ჩვენი ნარკოდილერები და კონტრაბანდისტები, თუკი ამ სახელმწიფოში მოსპობენ სასაზღვრო და საბაჟო სამსახურებს, როგორც ინსტიტუციას.

ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა მუშავდება, არის ის საზღვარი, რომელმაც ამ ჭინკებს და მათ გამოვლინებებს ხელი უნდა შეუშალოს ქვეყანაში შემოსაღწევად.

მსგავსი, კანონების გარეშე აბსოლუტურად ღიაა ჩვენი საზღვარი, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა („ნაცსექტანტებს“ და მათ ანასხლეტებს საერთოდ არ ვეხები) არის ორად გაყოფილი და ეს არის ფაქტი. ჩვენი ერთიანობის არარსებობა უდიდესი პრობლემაა – თითქოსდა ჩვენი გაერთიანება ვერ ხდება ეკლესიის, მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო. ვერ ხდება ცალკეული ჯგუფების, მათი ლიდერების პირადი ამბიციების და რაღაც-რაღაცების გამო. თვით ეკლესიაშიც არის უდიდესი პრობლემები, რომლებიც არ უწყობს ხელს ჩვენს ერთ მუშტად შეკვრას.

ამიტომ, როდესაც ჩვენ ასეთი დაქსაქსულები ვართ, რომ საზოგადოებრივ თუ პატრიარქატის დონეზე არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ რაღაც მოვლენებს, სჯობს ამას აკეთებდეს კანონი. ჯობია, კანონში იყოს გაწერილი, რომ ამის გაკეთება არ შეგეძლება და თუ გააკეთებ, პასუხს აგებ ამა და ამ მუხლის შესაბამისად“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება