fbpx

დავით ქართველიშვილი: კურტ ვოლკერის უკრაინაში საქმიანობა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული “ლიდერშიფის” უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე – დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე – საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში.

„ძნელია არ დაეთანხმო ზაზა შათირიშვილს იმაში, რომ ქართველ უსამშობლოთა ლეგიონის ძირითად მკვებავ ძალას, კრიმინალ დავით კეზერაშვილს: პირდაპირ, დაუფარავად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე – დღეს ამერიკელები ლობირებენ და მფარველობენ, ყოველგვარი ეჭვისა და პოლიტკორექტულობის გარეშე. აქ საუბარი არ მიდის რომელიმე რიგით ამერიკელ ანალიტიკოსსა თუ პოლიტოლოგზე – საუბარია კურტ ვოლკერზე, რომლის პროფესიულ ჩამოთვლაში გვხდება CIA, სახელმწიფო დეპარტამენტი, NATO-ს შტაბ-ბინა, მაკეინის ინსტიტუტი და დაზვერვის ხაზით საქმიანობა უკრაინაში. და თუ რომელიმე აშშ-ს ოფიციალური პირი შეეცდება კურტ ვოლკერს გაემიჯნოს: “ჩვენ რა შუაში ვართ” – ფორმულირებით, ჩვენც ზრდილობიანად შევასწოროთ: “შუაში კი არა – თავში!”.
უკრაინაში სამწლიანი მივლინება იმდენად დაუფასდა, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან, კურტ ვოლკერი გვევლინება უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელ წევრად, რაც მისი ამჟამინდელი საქმიანობის დაფინანსების “შენიღბვად” შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო თვით ამ საქმიანობაში – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ მიმართული პროცესების მართვა და მათში ჩართული “ლიდერშიფის” უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე გავაგრძელოთ – თქვენ შეეცდებით, ჩვენ – გამხილებთ და არ გეგმებს ჩაგიშლით. A la guerre, comme a la guerre!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება