fbpx

დავით ქართველიშვილი: კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სანქციებთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს

„ქვეყნის დამსახურებული “фуфло”“ – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ხიდაშელს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელის არც ერთ სიტყვას და პირობას არანაირი აზრი არ აქვს. ქართველიშვილის თქმით, ოპოზიციის მუქარები კანონის მიღების შემთხვევაში რუსეთის შემოსვლასთან, სანქციებთან, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით არ გამართლდა. „ქვეყნის დამსახურებული “фуфло”-ს წოდებას რომ ატარებ, რა მნიშვნელობა აქვს უკვე, რას იტყვი, ან რას შეგვპირდები. დაწყებული 2002 წლიდან – არ დაბადებულაო ჯერ ის ფინანსთა მინისტრიო, ვინც ჩემს ენ-ჯე-ოშნიკურ თანხებს გაამზეურებსო. ჩა-ფუფლოვდი თინა, ყოფილა თურმე დაბადებული და შეგისრულა. კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ – მაგრამ საზეიმო საინკვიზიციო კოცონის სუნი რუსთაველზე ჯერ არ დატრიალებულა. ჩინეთი ვერ შემოვიდოდა საქართველოში თურმე. არც შემოვა, თქვენებური გაგებით, რამეთუ ამაში არანაირი ინტერესი არ გააჩნია – ისე შემოვიდეს, როგორც თქვენ შემოგათრიათ თქვენმა აგენტოკრატებმა. სამაგიეროდ შემოვა ჩინური ინვესტიცია. და ზოგადად, ბევრი ინვესტიცია შემოვა, რასაც წლების განმავლობაში გვიბლოკავდა “გლობალური ომის პარტია”. ვერც ევროსტატუსის შეპირებული არმინიჭებით ვერ შეგვაშინეთ, ვერც ევროვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ვერც “უჩინმაჩინი” ამერიკული “სანქციებით”, რომლებსაც თურმე მეილებით გვიგზავნიან. ასე რომ, პირველი გა-ფუფლოვებაა ძნელი, მერე ლიწინ-ლიწინით მიდის. რაღაცის მუდმივ მოლოდინში კი ხართ, მაგრამ ესეც ჩინური ანდაზაა და მდინარესთან არის დაკავშირებული. თქვენ კი უდაბნოში თევზაობთ…“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება