fbpx

დავით ქართველიშვილი კობა ნაყოფიას: ვერც ვადამდელი გიშველით, ვერც ვადიანი და ვერც – ვადაგადაცილებული

„როგორც „ა-დან“ „ჭ“ გეგმამდე არაფერი გამოგივიდათ, ამასაც აზრი არა აქვს, ტყუილად ნუ იჭინთებით. ვერც ვადამდელი გიშველით, ვერც ვადიანი და ვერც – ვადაგადაცილებული. თქვენი მაქსიმუმია „გარე ორსულობა“ შესაბამისი პოლიტიკური ნაყოფით (თუ ნაყოფიათი?)…“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კობა ნაყოფიასა და მისი თანამოაზრეების განუხორციელებელი გეგმების რიცხვი საკმაოდ დიდია, ახლა კი ცდილობენ, ამ სიას კიდევ ერთი შემატონ, რადგან მათი ამჟამინდელი გეგმა 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარვე განწირულია.

„იროდიონოვიჩ, როცა რაღაცა გელანდება, პირჯვარი გადაიწერე ხოლმე. გვესმის, ესაა თქვენი „პლან ჭ“, მანამდე ქართული ანბანის ყველა ასო-ბგერა გამოცადეთ თქვენს განუხორციელებელ გეგმებში. „პლან ჰ-ც“ ვიცით, კობა: „თუ 2024-ის არჩევნები შედგა, მის შედეგებს, როგორც გაყალბებულის, ვაუქმებინებთ“ – ესეც ვიცით. მაგრამ „ჭ-დან“ „ჰ-მდე“ ხომ უნდა მიაღწიოთ ცალი ფეხით, კოჭლობით და წაკუზულებმა. ამიტომ ესეც ვიცით, მზად ვართ და ჩათვალე, როგორც „ა-დან“ „ჭ-მდე“ არაფერი გამოგივიდათ, ამასაც აზრი არა აქვს, ტყუილად ნუ იჭინთებით. ვერც ვადამდელი გიშველით, ვერც ვადიანი და ვერც – ვადაგადაცილებული. თქვენი მაქსიმუმია „გარე ორსულობა“ შესაბამისი პოლიტიკური ნაყოფით (თუ ნაყოფიათი?)…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება