fbpx

დავით ქართველიშვილი კარლ ბილდტიზე: სამშობლოში მას “პოლიტიკური კორუფციონერი” და “ტეფლონის კარლი” უწოდეს

დავით ქართველიშვილი კარლ ბილდტიზე: სამშობლოში მას “პოლიტიკური კორუფციონერი” და “ტეფლონის კარლი” უწოდეს – იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს “უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარ-კომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი “საიდუმლო” დაადო” – წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის შესახებ, რომელმაც თავი ამ განცხადებით დაგვამახსოვრა, რომ “საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში”. “საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ – კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. აი რას ვიგებთ მასზე მის სამშობლოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: მულტიმილიონერი იგი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია “ლოკჰიდ მარტინთან” თანამშრომლობის პერიოდში – როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები იქნა შესრულებული. შემდეგ მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი კომპანია “ლუდინ ოილ”-თან ერთად ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს. ბიზნესში მოღვაწეობამდე, 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ – ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარ-კომპანია “Kreab”-ის შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია, რის გამოც სამშობლოში მას “პოლიტიკური კორუფციონერი” და “ტეფლონის კარლი” უწოდეს – იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს. პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარ-კომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი “საიდუმლო” დაადო – ამ ფაქტს თავის დროზე ადასტურებდა ნინო ბურჯანაძე, პეტრე მამრაძე და ბევრი სხვა იმდროინდელი ჩინოვნიკი. რატომ გავიხსენე ყოველივე ეს. დღეს ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებაში აი ამ ციტატით დაგვამახსოვრა თავი: “სიმართლე, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში. დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიციისადმი მოპყრობა კი საზიზღარი. დღეს ეს არის არალიბერალური რეჟიმია”. ამ კორუმპირებული ლობისტის მოსაზრებას დღეს დროშასავით აფრიალებს ქართული სექტა – რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენთვის, თავად განსაჯეთ”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება