fbpx

დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელზე: ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი მიიღო, მაგრამ ქართველმა ხალხმა – დადებითი პასუხი.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიზანმიმართულად მავნებლურ პოლიტიკას ეწევა.

„ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელთანაც ევროკავშირმა:

ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა;
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი;
ვიზალიბერალიზაციას გაუღო კარი;
რომელმაც ევროინტეგრაციის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ჩანაწერში გააფორმა;
რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარეს;
რომელსაც ხვალ EU წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ…

…აი, ამ ხელისუფლებას ეუბნებიან „უარს“, ხოლო სალომეს მიერ შეკერილი დროშის ქვეშ დათვალეს თუ არა 467 „შინევროპელი“ – აი, იმ „ქართველი ხალხის“ გამო დაგვაფასეს თურმე.

აი, ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. ჩინურ თემას მიაწექ, თინაა, ეგ უფრო „კარგად“ გამოგდის“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება