fbpx

დავით ქართველიშვილი „თავისუფლების აკადემია – ცვლილებების სკოლაზე“: თუ თქვენ განწყობილნი ხართ ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგ, ემხრობით მშობლების დანომვრას და სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება თქვენი მიზანი არ არის, მაშინ…

„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ…“ – ამის შესახებ „ზალხოა ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „თავისუფლების აკადემია – ცვლილებების სკოლა“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგაა განწყობილი, ვინც მშობლების დანომვრის მომხრეა და ვისთვისაც სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება რუსულ საქმესთან ასოცირდება.
„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ: დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; გაღიზიანებთ ლეგენდა წილხვდომილობაზე; ნერვებს გიშლით ცოცხალი პატრიარქი; ხელები გექავებათ ეკლესიის ასაფეთქებლად; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; გულის სიღრმეში სახელმწიფო ენად უკრაინულს აღიარებთ; თქვენი წინაპრები კანიბალები იყვნენ; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ “ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება