fbpx

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს : რატომ ეხვეწებოდნენ 2006-2008 წელს ხელისუფლებას კონდოლიზა რაისი და სხვები – არ დაიწყოთ ომი, არ წამოეგოთ პროვოკაციას,

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს : რატომ ეხვეწებოდნენ 2006-2008 წელს ხელისუფლებას კონდოლიზა რაისი და სხვები – არ დაიწყოთ ომი, არ წამოეგოთ პროვოკაციას, მათ რა, არ ესმოდათ – რა იყო საჭირო ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად? „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით საომარი მოქმედებების დაწყება რატომ არ დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით? რატომ შეწყვიტა მთავარსარდალმა ომი ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგემ თავის დასახულ მიზნებს მიაღწია + ბონუსად გადავეცით ახალგორი და კოდორი?“- ექსპერტი დავით ქართველიშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა დიახ ომი მინდა“. “ომისა და მშვიდობის” შესახებ პროჭიაბერაშვილისეულ განმარტებას გავეცანი და უკომენტაროდ რა თქმა უნდა ვერ დავტოვებ… “როცა გაბრალებენ, აბა, ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ეხლა კი სულ ორად-ორი შეკითხვა: რატომ ეხვეწებოდნენ 2006-2008 წ.წ. პროჭიაბერაშვილისეულ ხელისუფლებას: კარელ დე გიუხტი, ბენიტა ფერრერო-ვალდნერი, ჯონ ტეფტი, კონდოლიზა რაისი და სხვები – არ დაიწყოთ ომი, არ წამოეგოთ პროვოკაციას, თავად ნუ გახდებით პროვოკატორები. მათ რა, არ ესმოდათ – რა იყო საჭირო ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად? ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით საომარი მოქმედებების დაწყება რატომ არ დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით? რატომ შეწყვიტა მთავარსარდალმა ომი ზუსტად იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგემ თავის დასახულ მიზნებს მიაღწია + ბონუსად გადავეცით ახალგორი და კოდორი?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება