fbpx

დავით ქართველიშვილი: ვინ იფიქრებდა, რომ “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” ასე შორს თუ გაფრინდებოდა- სიას აკლია “მონსენიორის” წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც მისი ადვოკატის დიმიტრი მჭედლიშვილის შესახებ საუბრობს.

ქართველიშვილის თქმით შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო “რთული” ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, “ჩაეხსნა” ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას.

„სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: “პოლიტიკური მოღვაწე”. ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ს მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით “საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი” – ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ს ვიცე-შეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, “უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის” დამფუძნებელი, “სახალხო პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე “პოლიტიკური მოღვაწე”, აწ უკვე – “პოლიტპატიმარი”.
ამ შთამბეჭდავ სიას აკლია “მონსენიორის” წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი “ეპისტოლე” დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: “მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა”. აი აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო “საჯარო მმართველობის დოქტორს” და “ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს”.
დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი – სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი – როგორ “ქრებიან” გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები. ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან – მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე – ციხეში ჩასვამდნენ, მერე – გამოუშვებდნენ, და ამჟამად – მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია.
თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო “რთული” ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, “ჩაეხსნა” ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რით დავეხმარო – არ ვიცი. “ემპათიის” ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება