fbpx

დავით ქართველიშვილი: ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

ქართველიშვილის თქმით, ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

„პირდაპირ ვამბობ – ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, პოლიტიკოსი იქნება ეს, ენჯეოშნიკი თუ საელჩოს თანამშრომელი, ყველა იქნება გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის და დედა ეკლესიის მოწინააღმდეგე. ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ნაძირალა. დიდი ლუსტრაცია იწყება!“-წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება