fbpx

დავით ქართველიშვილი – ვიზიტებთან დაკავშირებით, ქ-ნ პრეზიდენტს არა თუ ანგარიში, მოკლე განმარტებითი განცხადებაც კი არ გაუკეთებია

დავით ქართველიშვილი – ვიზიტებთან დაკავშირებით, ქ-ნ პრეზიდენტს არა თუ ანგარიში, მოკლე განმარტებითი განცხადებაც კი არ გაუკეთებია გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის ბიუროზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ: საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში (ბრიუსელში), სადაც მან გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევების და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით – წერს სოციალურ ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, ვიზიტებთან დაკავშირებით, ქ-ნ პრეზიდენტს არა თუ ანგარიში, მოკლე განმარტებითი განცხადებაც კი არ გაუკეთებია გუშინ. სწორედ ეს ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს და სხვა არაფერი, ბოლოს და ბოლოს მთავრობასთან შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ოფიციალურ თუ პირად ვიზიტთან გვქონდა საქმე? და თუ ეს ვიზიტი შეთანხმებული და ოფიციალური იყო – რატომ არ ითქვა ამის შესახებ არაფერი გუშინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან. „ნელ-ნელა შევეცადოთ, ზოგიერთ ბუნდოვანებას პრეზიდენტთან დაკავშირებით ფარდა ავხადოთ.

არავინ, მათ შორის მმართველ პარტიაში, არ აპირებს “კუდიანებზე” ნადირობის სეზონის გახსნას, მით უმეტეს ქ-ნ სალომესთან მიმართებაში, მაგრამ დავუბრუნდეთ დეტალებს, რომლებშიც, პრეზიდენტის უკვდავი რეპლიკის თანახმად, შესაძლოა ეშმაკი იმალებოდეს. მაშ ასე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ პარლამენტის ბიუროზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა უცხოეთში, კერძოდ: საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოში (ბრიუსელში), სადაც მან გამართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევების და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით. აქ საუბარი საერთოდ არ მიდის იმაზე, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებით ჩასვლა – იგი ამ კუთხით, არც კონსტიტუციის და არც მმართველი პარტიის “მძევალი” არაა.

ვიზიტის სტატუსიდან გამომდინარე, საუბარი ეხება მხოლოდ მის საგარეო პოლიტიკურ დატვირთვას – ვის შეხვდება და რა საკითხებთან დაკავშირებით, რომლის (დატვირთვის) პრეროგატივა აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტს სურვილი ნამდვილად ჰქონდა გამოთქმული, ამ ვიზიტებთან დაკავშირებული ანგარიში წარედგინა საზოგადოებას საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმდინარე წლის 5 მარტს. მე ნამდვილად არ ვიცი, რა ტექნიკური მიზეზით, ამ ანგარიშის წარდგენა ვერ მოხერხდა ზუსტად 5 მარტს და გადაიწია 14 მარტისთვის, მაგრამ დანამდვილებით ვიცი – ზემოაღნიშნულ ვიზიტებთან დაკავშირებით, ქ-ნ პრეზიდენტს არა თუ ანგარიში, მოკლე განმარტებითი განცხადებაც კი არ გაუკეთებია გუშინ. სწორედ ეს ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს და სხვა არაფერი, ბოლოს და ბოლოს მთავრობასთან შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ოფიციალურ თუ პირად ვიზიტთან გვქონდა საქმე? და თუ ეს ვიზიტი შეთანხმებული და ოფიციალური იყო – რატომ არ ითქვა ამის შესახებ არაფერი გუშინ, საპარლამენტო ტრიბუნიდან?

არავის არ უნდა, ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ვიზიტი ატარებდა პირად ხასიათს, თუნდაც ახლობლების მონახულების მიზნით, რა დროსაც ქ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, რადგან ისედაც იმყოფებოდა ევროპაში, ჩაატარა მაღალი რანგის შეხვედრები პარიზსა და ბრიუსელში. ერთი გაუგებრობა ყოველთვის ბადებს მეორეს – შესაბამისი და დროული განმარტების გარეშე, ეს არის და ეს! „ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება