fbpx

დავით ქართველიშვილი: ვერც ეს სამარცხვინო პერფორმანსი, საქართველოს მიმართ მისაღებ გადაწყვეტილებას ევროპას ვეღარ შეაცვლევინებს, თუმცა სათითაოდ გამოააშკარავებს ბრიუსელის დერეფნებში მოხეტიალე, მოძრაობა “No status for Georgia!”-ს წევრებს

„ვერც ეს სამარცხვინო პერფორმანსი, საქართველოს მიმართ მისაღებ გადაწყვეტილებას ევროპას ვეღარ შეაცვლევინებს,” – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი დღეს გამართულ მსვლელობას. ქართველიშვილის თქმით, დღეს დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, კიდევ ერთი მავნებლობა ჩაიდინეს – ეცადნენ ევროპისთვის ეჩვენებინათ, თითქოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მხოლოდ ის 500 კაცი უჭერს მხარს, ვისი შეგროვებაც ძლივს შეძლეს საგანგებოდ შეკერილი დროშის გარშემო.

“დღეს მოძრაობამ “No status for Georgia!”, რომელსაც ხელმძღვანელობს მადამ პღეზიდანი და მისი ფროილინების დასი, სცადა უკანასკნელი ზიანი მიეყენებინა საქართველოსთვის ევროსაბჭოს მიერ 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოცხადების წინ.

თუ აქამდე ეს მავნებლები სათითაოდ მიემგზავრებოდნენ ევროპულ დერეფნებში და არწმუნებდნენ ევროჩინოვნიკებს, 15 დეკემბერს ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოთ, დღეს ეს მსტოვრები ერთად შეიკრიბნენ „ევროპის მოედანზე” იმის საილუსტრაციოდ, რომ არანაირი 85% არ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას.

დღეს იყო მცდელობა, თვალსაჩინოდ ეჩვენებინათ ევროპისთვის, რომ ქვეყანაში ევროკავშირთან საპარტნიორო ურთიერთობების მომხრე მხოლოდ ის ხუთასი „მედასავლეთეა”, რომლის შეგროვებაც ძლივს შეძლეს ამისთვის საგანგებოდ შეკერილი უზარმაზარი დროშის ირგვლივ. ამ სამარცხვინო აქციის ძირითადი დანიშნულება იყო, ხაზი გადაესვათ იმ „85 პროცენტისთვის” და უკანასკნელი გზავნილი მიეწოდებინათ ბრიუსელისთვის – ქვეყანა, რომელშიც სტატუსის მინიჭების მომხრეთა რიცხვი ხუთასს არ აღემატება, ამ სტატუსის ღირსი არაა. მაგრამ ჩვენ, როგორც ყოველთვის ამოვიცანით მათი ეს მორიგი ღალატი.

ვერც ეს სამარცხვინო პერფორმანსი, საქართველოს მიმართ მისაღებ გადაწყვეტილებას ევროპას ვეღარ შეაცვლევინებს, თუმცა სათითაოდ გამოააშკარავებს ბრიუსელის დერეფნებში მოხეტიალე, მოძრაობა „No status for Georgia!”-ს წევრებს, რომელთა ერთად თავშეყრა ზურაბიშვილმა დღეს მოახერხა და ამისთვის პრინციპში, მადლობასაც იმსახურებს,” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება