fbpx

დავით ქართველიშვილი – ვატო წერეთელი კახი კალაძის მორალურ პასუხისმგებლობაზე ლექციას გვიკითხავს დღეს. 15 წლის ბავშვის მკვლელი – ვატო წერეთელი

ვატო წერეთელი კახი კალაძის მორალურ პასუხისმგებლობაზე ლექციას გვიკითხავს დღეს. 15 წლის ბავშვის მკვლელი – ვატო წერეთელი. არის საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროები, სადაც მოსახლეობას ტელესივრციდან მორალზე, ჰუმანურობაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესებზე გვმოძღვრავენ. ოღონდ – თუ ასეთი ტელევიზიის მფლობელი არის ბავშვის მოუნანიებელი, სასჯელარიდებული, სულიერად გარყვნილი და უნამუსო – მკვლელი, მას როგორც მინიმუმ არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს მედიამქადაგებლობაზე და კანონით, პირდაპირ უნდა ეკრძალებოდეს ეს – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტვ პირველის დირექტორის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება.
მისი თქმით, ამ სისხლიანი ხელებითა და ეშმაკზე გაყიდული სულით – თავისი უნამუსო ტელევიზიით მორალზე გვესაუბრებიან.
„ვატო წერეთელი – კახი კალაძის მორალურ პასუხისმგებლობაზე ლექციას გვიკითხავს დღეს. 15 წლის ბავშვის მკვლელი – ვატო წერეთელი. არის ჩადენილი დანაშაულის მთელი რიგი კატეგორია, რომლის ჩამდენს სასამართლო უკრძალავს გარკვეული დროით საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავებას. არის საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი სფეროებიც, სადაც მოსახლეობას ტელესივრციდან მორალზე, ჰუმანურობაზე და ცხოვრების ჯანსაღ წესებზე გვმოძღვრავენ. ოღონდ – თუ ასეთი ტელევიზიის მფლობელი არის ბავშვის მოუნანიებელი, სასჯელარიდებული, სულიერად გარყვნილი და უნამუსო – მკვლელი, მას როგორც მინიმუმ არანაირი უფლება არ უნდა ჰქონდეს მედიამქადაგებლობაზე და კანონით, პირდაპირ უნდა ეკრძალებოდეს ეს. მე არ ვარ იურისტი და ვერ ვერკვევი დანაშაულის ხანდაზმულობის კატეგორიებში. მაგრამ! ქუჩაში დადის მკვლელი. ბავშვის მკვლელი. რომელმაც თავისი დანარჩენი სიცოცხლისათვის სისხლიანი ინდულგენცია შეისყიდა. დადიან ამ დანაშაულის თვითმხილველი, უნამუსო ცრუჩვენებების მიმცემი არაკაცები. დადის ამ უნამუსო განაჩენის გამომტანი მოსამართლე. და დღესაც – ამ სისხლიანი ხელებითა და ეშმაკზე გაყიდული სულით – თავისი უნამუსო ტელევიზიით ჩვენ მორალზე გვესაუბრებიან.
ვატო წერეთელი – how do you sleep at night?“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება