fbpx

დავით ქართველიშვილი: დღეს უნდა შედგეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ საკითხებზე, მაგრამ საქართველოს ინტერესებში შემავალ საკითხებზე ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამიზნეშია აყვანილი

“დეკლარირებული მხარდამჭერი განცხადებების გარდა, რა გააკეთა ბოლო წლებში აშშ-მა ან ევროკავშირმა ამერიკული ან ევროპული კომპანიების შემოსასვლელად ანაკლიაში, ან რუსეთთან შუამავლების როლში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, როგორც კი ჩინეთმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ბულინგის ობიექტი გახდა.

“როგორც ჩანს, აშშ-ს ახალ ელჩს დაუსრულდა ჩვენს მიმართ კეთილგანწყობის “კარანტინი” და ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანტიჩინური გამოხტომის სავარაუდო ავტორიც აშკარავდება. ანუ, იმის თეორიული დაშვებაც კი, რომ რუსეთთან “სულ უფრო დაახლორბულმა” ჩინეთმა ამ დაახლოებით სწორედ “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილის” პრობლემის გადაწყვეტას შეიძლება შეუწყოს ხელი, არ განიხილება საერთოდ. როგორც ჩანს, ეს საკითხი კვლავ განიხილება “ფადი-ასლი-სეულ” კონტექსტში, რომ სოხუმიც და ცხინვალიც არის ის “ბალასტი”, რომელიც საქართველოს დასავლურ ინტეგრაციებს უშლის ხელს.

აქვე გახსენდება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების პრეტენზია, თუ რატომ უშვებს საქართველო ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიის ხელში შესაძლო ჩაბარებას. ამ შემთხვევაშიც ზუსტად იგივე კონტრშეკითხვა გებადება – დეკლარირებული მხარდამჭერი განცხადებების გარდა, რა გააკეთა ბოლო წლებში აშშ-მა ან ევროკავშირმა ამერიკული ან ევროპული კომპანიების შემოსასვლელად ანაკლიაში, ან რუსეთთან შუამავლების როლში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვინმე რამეს უშლიდა? სამაგიეროდ, “გლობალური ომის პარტიის” აგენტებთან (“გოპ”-ნიკებთან) მათი მედიაციაც გვახსოვს და ფასილიტაციაც, რაც არანაირად არ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა.

მაგრამ, როგორც კი ქვეყნის ძირითადი ეროვნული ამოცანის გადაწყვეტის ჰორიზონტზე გამოჩნდა დამაიდებელი სხივი, ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის მარტის ცნობილი განცხადების თუ ერთიანი საქართველოს მიმართ ჩინეთის პრეზიდენტის მკაფიო მხარდაჭერის სახით, ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორი მწვავე ბულინგის ობიექტი გახდა. სწორედ დღეს უნდა შედგეს აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ამ ორი ქვეყნის ინტერესებში შემავალ საკითხებზე. მაგრამ საქართველოს ინტერესებში შემავალ საკითხებზე ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე სამიზნეშია აყვანილი,” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება