დავით ქართველიშვილი: დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს და მის სექტას სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, პარაფილია, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი

„სასამართლო სააკაშვილის ფსიქიატრიულ შეურაცხადობას თუ გამორიცხავს და „ნორმალურ” ადამიანად ცნობს, საზოგადოების რიტორიკულ შეკითხვას და მოთმინების უნარს „როდის გადაიყვანენ ციხის საკანში”, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია…” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ ფაქტებს ეხმიანება. კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს და ერთ-ერთ ეპიზოდად სულიკო ასათიანის სადისტური მკვლელობის საქმე განიხილეს. დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სულიკო ასათიანს მკვლელობას დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და ის სულ სხვა ფენომენი იყო. „დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე, 2011 წლის 26 მაისის „სასაკლაოს” თემაზე გამოიკითხა ექს-დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც აქციაზე სადისტურად მოკლული სულიკო ასათიანის თაობაზე, ეთნიკურად ქართველისთვის, მართლმადიდებლურად მონათლული ნორმალური ადამიანისთვის მოსასმენად შოკისმომგვრელი დეტალები მოგვიყვა. მეტროს სახურავზე მოთავსებულ, თითქოსდა „დენით დაღუპულ” სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული, რასაც დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონია. ეს სულ სხვა ფენომენი იყო. როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შარლატანების მხრიდან, ჩვენ ვიგებდით ნაცსექტის ბელადის ფეიკ-დიაგნოზების „ბუკეტზე”, მათ შორის იყო: დემენცია, სარკოპენია და კახექსია, კუნთების ატროფია, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ცილოვან-ენერგეტიკული დეფიციტი, კოგნიტიური დარღვევები, შფოთვა, პანიკური შეტევები, დეპრესია, კრუნჩხვები, ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, მძიმე ლითონებით ინტოქსიკაცია – ანუ ყველაფერი, გინეკოლოგიური ტოქსიკოზის გარდა. სინამდვილეში, დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს, მის სექტას, მის კრიმინალურ ბანდას და დამსჯელ რაზმებს სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, პარაფილია, სხვისი ტანჯვით შეპყრობილი ვიკარული სიამოვნება, ძალადობის მიმართ დესენსიბილიზაცია, პიროვნების ასოციალური აშლილობა, ფსიქოპათია, პიროვნების ნარცისული აშლილობა სადისტური ნიშნებით, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი… ეს არის სააკაშვილის და მისი სექტის არა ფეიკ, არამედ რეალური სამედიცინო დიაგნოზი და თუკი მიუხედავად ამისა, სასამართლო მის ფსიქიატრიულ შეურაცხადობას გამორიცხავს და „ნორმალურ” ადამიანად ცნობს, საზოგადოების რიტორიკულ შეკითხვას და მოთმინების უნარს „როდის გადაიყვანენ ციხის საკანში”, ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია…” – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება