fbpx

დავით ქართველიშვილი: დეზინფორმაციის შეთხზვის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც 100%-იან პროდუქტში – ასივე პროცენტი ტოტალური სიცრუეა, მაგრამ “სწორად” შემუშავებული საზოგადოებრივი აღქმები იძლევა საშუალებას სიცრუე “სიმართლედ” გაასაღო, რაც IRI-ს უკანასკნელმა კვლევებმა წარმოგვიდგინა

„სპეცსამსახურების ტექნოლოგიურ “სამზარეულოს” განეკუთვნება დეზინფორმაციის შეთხზვის ოთხი კლასიკური ფორმა და არის კიდევ ერთი, რომელიც ადამიანის გონზე და ცნობიერებაზე უხეში და სასტიკი ძალადობის გზით აჩენს პიროვნებისა და საზოგადოების “სწორი მიმართულებით” სამანიპულაციოდ გამიზნულ ფანტასტიკურ პროდუქტს -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამის მაგალითი IRI-ს უკანასკნელმა კვლევებმა წარმოგვიდგინა. ამ ფორმას სპეცსამსახურები მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც, როგორც ჩანს – საქართველოში მათ უკვე დაუდგათ.

„სპეცსამსახურების ტექნოლოგიურ “სამზარეულოს” განეკუთვნება დეზინფორმაციის შეთხზვის ოთხი კლასიკური ფორმა:
როდესაც 100%-იან საბოლოო პროდუქტში დევს უეჭველი 10%-იანი საქვეყნოდ ცნობილი ჭეშმარიტება, რომელმაც დანარჩენ, ჭეშმარიტებასთან ირიბ ლოგიკურ ბმაში მყოფ 90%-იან აბსოლუტურ სიცრუეს უნდა შესძინოს სიმართლის დამაჯერებლობა – აქცენტი კეთდება ამ 90%-ის “გასაღებაზე”
როდესაც 100%-იან საბოლოო პროდუქტში, დევს 90%-იანი გადამოწმებას დაქვემდებარებული სიმართლე, რომელსაც ემატება 10%-იანი სიცრუე, რომელიც საერთო მასაში ათქვეფილია და ასევე აღიქმება “ჭეშმარიტებად” – აქცენტი კეთდება ამ 10%-ის “გასაღებაზე”
როდესაც 100%-იან საბოლოო პროდუქტში – ასივე პროცენტი ტოტალური სიცრუეა, მაგრამ მასთან მიმართებაში წინასწარ ჩატარებული მრავალწლიანი მუშაობის შედეგად “სწორად” შემუშავებული საზოგადოებრივი აღქმები, იძლევა საშუალებას სიცრუე, “სიმართლედ” გაასაღო
როდესაც 100%-იანი საბოლოო პროდუქტი – ასივე პროცენტით აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მის გარშემო წინასწარ ჩატარებული შავი პიარისა და მისი “შეუძლებლობის” განცდის სწორი დანერგვის წინასწარი სამუშაო – პროდუქტის გაჟღერების შემთხვევაშიც კი, მის მიმართ სრული დაუჯერებლობის ეფექტის საშუალებას იძლევა
არის კიდევ ერთი, ამ ოთხივე ფორმის ეკლექტიკური ნაზავი, რომელიც ადამიანის გონზე და ცნობიერებაზე უხეში და სასტიკი ძალადობის გზით, აჩენს პიროვნებისა და საზოგადოების “სწორი მიმართულებით” სამანიპულაციოდ გამიზნულ ფანტასტიკურ პროდუქტს – და ამის მაგალითი ჩვენ IRI-ს უკანასკნელმა კვლევებმა წარმოგვიდგინა. ამ ფორმას სპეცსამსახურები მიმართავენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც, როგორც ჩანს – საქართველოში მათ უკვე დაუდგათ.“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება