fbpx

დავით ქართველიშვილი დევი ჭანკოტაძის განცხადებაზე: სცენარის ავტორი – ვანო “ორიტრუპი” მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი – მიხეილ “მუმია” სააკაშვილი, მთავარ როლებში – ნაცჯალათები

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მან ცოტა ხნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ჭანკოტაძემ მიმართა ხელისუფლებას: „ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება. გაიტანეთ ეს კანონი.“
„როგორი ჯალათობრივი რჩევაა. ფაზლი შედგა: 1) USAID-ის მიერ ჩამოყვანილი “ბავშვთა ონკოლოგიის” სერბი სპეციალისტები: ახალგაზრდებში გამოწვეული მსხვერპლი რეზონანსულია, თანაც ადვილად განხორციელებადი – ისინი ხომ ვერ აზღვევენ საფრთხეების რისკებს, 2) “პროფესორი” ლევან ბერძენიშვილი: დაკავებები და დაპატიმრება – გუშინდელი დღეა, სისხლისღვრის ჟამი დგება და 3) “გენერალი” ჭანკოტაძე – ერთი ადამიანის სიკვდილიც კი, ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. ტრენინგი ჩატარდა, განზრახვა გაჟღერდა, დაკვეთა მიცემულია. სცენარის ავტორი – ვანო “ორიტრუპი” მერაბიშვილი, დამდგმელი რეჟისორი – მიხეილ “მუმია” სააკაშვილი, მთავარ როლებში – ნაცჯალათები და ნაცპროვოკატორები. ამ გეგმების ჩამშლელი: ქართველი ხალხი, მოქმედი ხელისუფლება და მართლწესრიგის ორგანოები. არა რუსულ რეპრესიებს! არა ნეოტროცკისტებს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება