fbpx

დავით ქართველიშვილი გუბაზ სანიკიძეზე: მისი პირიდან ქართველი მეომრის ხსენება მკრეხელობაა! სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის ხსენება – დანაშაული! 

ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, ან ჩვენი ხსენებით უფასო პოლიტიკური რეკლამა გაიკეთოს, ან ჩვენს ხარჯზე გაბანკროტებული თვითდამკვიდრება „მკვდრეთით აღიდგინოს“, – ასე ეხმაურება „ხალის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, გუბაზ სანიკისძის განცხადებას.

„პოლიტიკურ ნეხვში ჩაბიჯებასა და პოლიტიკურ არარაობათა ხსენებას არა ვარ, უბრალოდ „ვტკბები“ მათი დაცემის დონეებით. ერთმანეთის მიყოლებით, საპნის ბუშტებივით სკდებიან „მეტროსექსუალ“ ხაჭაპურიძისა და „ნეკნოსექსუალ“ სააკაშვილის ხელთ დარჩენილი 6%-იანი ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია. დეკრეტულ შვებულებაში გავიდა „შვედური ოჯახის“ პრინციპით შექმნილი „ტროიკა“ – გაისად რაცხა უნდა ვშვათო და „до встречи“ -ო. მსოფლიო ტურნესთვის ემზადება ხაბე, 24 თებერვალს მსოფლიო მასშტაბის კატა-კლიზმებით გვემუქრებიან და-ნარჩენი პოლიტიკური ნარჩენ-ები. და აი, ისიც – თვითაფეთქებების სერიის გზით გამოთავისუფლებულ ველზე გამოჩენილი პოლიტიკური გვამი, რომელიც საკუთარი გაბარიტებით თუ ცდილობს, აითვისოს თავისი ზომბი-კოლეგების გაუფასურებული რეიტინგები. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, ან ჩვენი ხსენებით უფასო პოლიტიკური რეკლამა გაიკეთოს, ან ჩვენს ხარჯზე გაბანკროტებული თვითდამკვიდრება „მკვდრეთით აღიდგინოს“. უბრალოდ, მისი პირიდან ქართველი მეომრის ხსენება – მკრეხელობაა! სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის ხსენება – დანაშაული! ამ უიღბლო და შეუმდგარ „ყაზახ მილიონერს“ საქართველოს იარაღით ხელში დაცვის რომელიმე ერთ ეპიზოდში მტრის ზურგში დაზვერვისას თუ სანგარში იერიშის მოგერიებისას თანამებრძოლი ჰყოლია? ერთის ვინაობა მაინც დაასახელოს! არის ისეთი მცნებები, რომლებსაც არც უნდა შეეხო, მაგრამ ქართველი მეომრების თემით აპელირებდე საქართველოს დამხობის მიზნით – ეს უკვე პოლიტიკური არარაობისთვისაც მეტისმეტია!“, – აცხადებს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება