fbpx

დავით ქართველიშვილი გიორგი ქადაგიძეს: იმიტომ უნდა მიანიჭონ სტატუსი საქართველოს, რომ შენნაირების ხელში, იმავე ევროკავშირის მიერ ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ჩადებულ იარაღს აღარ წარმოადგენდეს

საქართველოსთვის სტატუსი “ფარატინა ქაღალდი” კი არა – პრინციპის და სამართლიანობის აღდგენის საკითხია, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ვიდეო-მიმართვას, რომელიც ღონისძიებაზე “საუბრები: ჩემი ევროპა” დასწრებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რათა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით იყოს შეიარაღებული.
ქართველიშვილის თქმით, ქადაგიძე თავად ავრცელებს დეზინფორმაციას დასავლეთის სახელით. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა უსამართლობის და ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. აღნიშნული კი გიორგი ქადაგიძემ და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს წინააღმდეგ იარაღად გამოიყენეს.
“”შულერობას” არ ვიყოთ. ისიც მოყევი, რატომ დატოვა წარმატებული ლიეტუვას მოსახლეობის მესამედმა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. რატომ იყო ლიეტუვა წლების განმავლობაში მსოფლიო ლიდერი – ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის კოეფიციენტის მიხედვით. დაგუგლე, გადამამოწმე, იღონდ თუ ჩემი “რუსული პროპაგანდის” უტყუარობაში დარწმუნდები – შენი “დასავლური” დეზინფორმაციაც გააზავე ამ მშრალი ფაქტებით.
სანამ ირლანდიაზე დაიწყებ მოყოლას, არ გამოგრჩეს ნეიტრალიტეტის მომხრე СНГ-ს წევრი მოლდოვა და აუხსენი ქართულ საზოგადოებას, ამ ერთ დიდ ღარიბ სოფლად გადაქცეულმა სახელმწიფომ რის ხარჯზე დაიმსახურა EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოღონდ – ილაპარაკე სიმართლე! ან კიდევ უკეთესი, ერთი კვირით წაბრძანდი კიშინიოვში და მოხალისეთა ჯგუფიც გაიყოლიე ამ სტატუს-მინიჭებულ “საოცნებო” ქვეყანაში. სამ დღეში სტატუს-მიუღებელ საქართველოში თუ არ გამოიქცეთ, ამასაც დავინახავთ!
საქართველოსთვის სტატუსი “ფარატინა ქაღალდი” კი არა – პრინციპის და სამართლიანობის აღდგენის საკითხია. ევროკავშირის ყველაზე დიდი სირცხვილი, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა – ამ სტატუსის გარშემო უკრაინის და მოლდოვას პრიორიტეტული გამორჩევა იყო, ყველა ევროპული სტანდარტით ღირსეულ საქართველოსთან შედარებით. და კიდევ, იმიტომ უნდა მიანიჭონ ეს სტატუსი საქართველოს – რომ შენნაირების ხელში, იმავე ევროკავშირის მიერ ჩვენი (და არა შენი) სამშობლოს წინააღმდეგ ჩადებულ იარაღს აღარ წარმოადგენდეს. გაშიფრულია თქვენი ორმხვრივი მზაკვრული გეგმები და სჯობს აღიაროთ თქვენი ერთობლივი მარცხი და ამ სტატუსით სპეკულირებას თავი დაანებოთ. ჩვენი (და არა შენი) სამშობლოს შემდგომ პერსპექტივებზე ჩვენ ამის შემდეგ თავად ჩამოვყალიბდებით…” – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება