fbpx

დავით ქართველიშვილი: გენერალ ბენ ჰოჯესს ალბათ სერიოზულ პრემიას გადაუხდიდნენ და იმედია, არც საშობაო საჩუქრებით გაანაწყენებდნენ, მაგრამ საქართველო დაადანაშაულო, ცოტა არ იყოს, ტეხავს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ ორ განცხადებას შორის სულ რაღაც ორი თვეა გასული.

მისივე თქმით, ნოემბრის ამ ანალიტიკურ და სტრატეგიულ პროგნოზში გენერალ ბენ ჰოჯესს ალბათ სერიოზულ პრემიას გადაუხდიდნენ და იმედია, არც საშობაო საჩუქრებით გაანაწყენებდნენ. მაგრამ იმაში, თუ რატომ არ ხვდა ამ ანალიზს ხორცშესხმა – საქართველო დაადანაშაულო, ცოტა არ იყოს, ტეხავს.

“უმოკლეს პერიოდში, ხერსონიდან ყირიმის მიმართულებით HIMARS-ები შეუტევენ, იანვირსთვის უკრაინის შეირაღებული ძალების მარცხენა ფრთა დაიკავებს მარიუპოლსა და მელიტოპოლს, რის შემდეგ დაიწყება სამხრეთ კამპანიის გადამწყვეტი ფაზა – ყირიმის განთავისუფლება. ამ ბრძოლაში ATACMS-ის რაკეტები გაანადგურებენ ყირიმში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს”, – ბენ ჰოჯესი, გადამდგარი გენერალი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პერშინგის სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, 2022 წლის 12 ნოემბერი.
“მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე”, – ბენ ჰოჯესი, გადამდგარი გენერალი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პერშინგის სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, 2023 წლის 10 იანვარი.
ამ ორ განცხადებას შორის სულ რაღაც ორი თვეა გასული. ნოემბრის ამ ანალიტიკურ და სტრატეგიულ პროგნოზში გენერალ ბენ ჰოჯესს ალბათ სერიოზულ პრემიას გადაუხდიდნენ და იმედია, არც საშობაო საჩუქრებით გაანაწყენებდნენ. მაგრამ იმაში, თუ რატომ არ ხვდა ამ ანალიზს ხორცშესხმა – საქართველო დაადანაშაულო, ცოტა არ იყოს, ტეხავს. თავის მცდარ, უაზრო და უკრაინისთვის “დათვური დახმარების” ტოლფასი პროგნოზებით – თავად ხომ არაა მიბმული ხელბორკილებით კრემლთან?“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება