fbpx

დავით ქართველიშვილი: გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი და შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც მათი განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა

„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა.

„თითოეულ ოჯახს აქვს პირადი სივრცე, ვთქვათ აბაზანა, საძინებელი. სწორედ ამ სივრცეში ძვრებოდა სააკაშვილის უხილავი კამერა, ძვრებოდა საკუთარი გუნდის წევრებისა და მოწინააღმდეგის პირად სივრცეში და იქ მოპოვებულ კადრებს საგულდაგულოდ ინახავდა. ყოველ ახალ ვიდეოზე ტკბებოდა, განსაკუთრებით ციხეში გადაღებული წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებზე.

გახარიაც იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური “ოჯახის” წევრი. შეესვლებოდა ამ ოჯახის “აბაზანაშიც” და “საძინებელშიც”. თანაც, ამ საოჯახო გარემოს თანამოაზრეთა განუსაზღვრელი ნდობით სარგებლობდა. რამაც შემდგომში ოჯახიდან გამოტანილი ამბების ტირაჟირებაში, თავისი ყოფილი კოლეგების “ჩაშვებაში”, ანუ ქუჩურად რომ ვთქვათ, “ბოზობაში” მას ხელს თურმე, არანაირად არ უშლიდა. დღეს, “დიპ-ფეიკების” ეპოქაში ისიც კი არაა მთავარი შენი ჩაშვების “ნარატივი” სიმართლეს შეიცავს თუ არა. აქ თვით “ბოზობის” ფენომენია მთავარი და ამ შეგრძნებით ტკბობა.

ძნელია არ დაეთანხმო “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის ვერდიქტს: “ბოზობა” ქართული მენტალობის ძლიერ მხარეს არასდროს წარმოადგენდა. ოჯახიდან საჯარო სივრცეში ფეიკისა თუ სიმართლის გამოტანა ქართველ კაცს არასდროს ამშვენებდა. რა თქმა უნდა, ყველა ეპოქას ახასიათებდა “ბოზობის” ჩამდენი და “ბოზობით” ეიფორიაში მყოფი კონტინგენტი, მაგრამ 2024 წლის არჩევნებზე, როგორც ამას კახიმ სამართლიანად გაუსვა ხაზი ,არა მგონია 5%-მდე ოდენობის მოიძებნოს…“, -წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება