fbpx

დავით ქართველიშვილი “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო კამპანიაზე: არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.

მისი თქმით, არსებობს კგბ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა, ამ შემთხვევაში კი, გვარამია მიმართავს მეოთხე ვარიანტს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტური სიცრუის საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ გასაღებას.

“არსებობს სიცრუენარევი სიმართლე;
არსებობს სიმართლისნარევი სიცრუე;
არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ;
არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ
ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია ამ შემთხვევაში მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს.” – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება