fbpx

დავით ქართველიშვილი: აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე

“გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვები ქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მიზეზი ბანალურია, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციების გამო გაძვირებულია ელექტროენერგია.

“სტალინზე ნოსტალგია იქეთ იყოს და გერმანიაში უკვე სერიოზულად მისტირიან ანგელა მერკელს. უკანასკნელ ხუთ წელიწადში ქვეყნის უმსხვილესი სამრეწველო კონცერნის Thyssenkrupp-ის აქციები 62%-ით გაუფასურდა. მიზეზი ბანალურია, რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციების გამო გაძვირებული ელექტროენერგია.

იმავე პერიოდში Thyssenkrupp-ის ძირითადი ამერიკელი კონკურენტის US Steel-ის აქციები სტაბილურად იზრდება.

გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვები ქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს. ქალაქ ბადენ-ვიურტემბერგში ჩაშლის პირასაა Cellforce Gigafactory ქარხნის მშენებლობა.

გერმანულმა ავტოგიგანტმა BMW-მ უკვე დაიწყო თავისი ქარხნის მშენებლობა სამხრეთ კაროლინას შტატში. ამერიკაში გადასაბარგებლად ასევე ემზადება Audi.

ასეთი არასაბაზრო მეთოდებით, აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების, იაფფასიანი ელექტროენერგიისა და აფეთქებული “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე…”, – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება