fbpx

დავით ქართველიშვილი ალიევისთვის მილოცვაზე-საქმე რაღაც “დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან

„საქმე რაღაც “დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.

„ყველას გვახსოვს ნაცების მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შარშანდელი განცხადების „აბიჟნიკური” ტექსტი – ქვეყანაშიო ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა იყოო ჩამოსული და მე არა თუ არ შემახვედრეს, არც გამაგებინესო ამაზე… აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რომ ვიზიტი სამუშაო (!) იყო და ეხებოდა სამთავრობოთაშორისო საკითხებს და არა პეპლების პოპულაციას ვაშლოვანის ნაკრძალში.

დღეს კი, უბრალოდ ვხვდებით, რომ საქმე რაღაც „დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან. სხვა განმარტება მე არ მაქვს. ამ წუთას დავასრულე ერთ აზერბაიჯანულ გამომცემლობასთან ინტერვიუ. შეკითხვაზე, თუ მაინც რატომ იქნა შარშან ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირება საჭირო – თუნდაც ეს უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანე, რასაც გაოგნებული გაგებით მოეკიდნენ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება