fbpx

დავით სონღულაშვილი – ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს, მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა შუა დერეფნის განვითარებისთვის

„ქართული ოცნების“ სტრატეგია და ძირითადი ხაზი რაც არის, არის ის, რომ ქვეყანამ, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს სტაბილური განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის გუნდის შიგნით ტაქტიკური გადაადგილება, რომელიც განსაზღვრულია კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა დავით სონღულაშვილს ჰკითხა: „მმართველი გუნდი რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში იმყოფებოდა. ვიცით, რომ დაგეგმილია გუნდის შიგნით საკადრო ცვლილებები. შეიძლება თუ არა, ამ წუთისთვის, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ორიენტირები, რომელიც ბოლო პერიოდში განისაზღვრა, შეცვლილი იქნეს? არსებობს თუ არა ამის საშიშროება?“ პასუხად სონღულაშვილმა განაცხადა, რომ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და აღნიშნა, რომ ჩინეთი თავისი მასშტაბებითა და შესაძლებლობებით ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

„ფაქტობრივად, ეს არის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და მნიშვნელოვანია ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩინეთთან სულ რამდენიმე თვის წინ გაფორმდა. ასეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლა ეკონომიკურად ძალიან სწრაფი განვითარების შესაძლებლობებს გვაძლევს. ჩინეთთან ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმში გადასვლა კიდევ უფრო მეტად ზრდის ინვესტიციების მოზიდვისა და სექტორული განვითარების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება