fbpx

დავით ოქიტაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქართველ ამომრჩეველსა და ქართველ ხალხს – დღეს ეს ქალბატონი ჩემთვის მიუღებელია

რთულია ქალბატონზე ასე საუბარი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, მაგრამ მან უღალატა ქართველ ამომრჩეველსა და ქართველ ხალხს. ამიტომ დღეს ეს ქალბატონი ჩემთვის მიუღებელია. მან დღეს გვერდით დაიყენა ისეთი ხალხი, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საილომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რადგან მე სალომე ზურაბიშვილს მხარს ვუჭერდი. მას ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს იმიტომ, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო ის უბედურება, რაც იყო. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, რომელსაც ახლა მოუწოდებს, რომ მის გვერდით დადგნენ, უთხრა – დიახ, თქვენ ღირსი იყავით, როცა თქვენს თანატოლებს ხოცავდნენ, დიახ, ღირსი იყავით, როდესაც თქვენს მშობლებს, ბებიასა და ბაბუას ციხეში აწამებდნენ, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა დღეს სწორედ ამ ყველაფრის გამკეთებელი ხალხი გვერდით დაიყენა და ირგვლივ შემოიკრიბა“, – აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება