fbpx

დავით ნარმანია „სინოფარმით“ აიცრა

დავით ნარმანია „სინოფარმით“ აიცრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად ვაქცინა გაიკეთეს კომისიის წევრებმა, გიორგი ფანგანმა და გოჩა შონაიმ. „დღეს ავიცერი „სინოფარმის“ ვაქცინით.ვაქცინაცია არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგელობა და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩემთან ერთად აიცრნენ ჩემი კოლეგები, სემეკის წევრები გიორგი ფანგანი და გოჩა შონია. უახლოეს დღეებში არაერთი ახლობელი, ნათესავი თუ ნაცნობი აპირებს ვაქცინაციას. ყველას სურვილი და მიზანია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავამარცხოთ COVID-19, დავაღწიოთ თავი პანდემიას, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – ამისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია. ვაქცინაციით დავამარცხებთ COVID-19-ს!“, – წევრს დავით ნარმანია Facebook გვერდზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება