“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციაგაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიისსაქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოსპარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედიორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებსსიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისპირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკურიპოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებპრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისსექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელიკომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტიმნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით,ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე,28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული,რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირებისმექანიზმების ეფექტიანობა.მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისსექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირებაკონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად,მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა დაწყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობამიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომებისდანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორებისგანვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, -აღნიშნა დავით ნარმანიამ.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტოაღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელესმიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე,განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისსაკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.