fbpx

დავით მაღრაძე: ვატიკანის ტერიტორიაზე, ძალიან თვალსაჩინო ადგილას ქართული კულტურის კვალი სამუდამოდ აირეკლა

ვატიკანის ტერიტორიაზე, ძალიან თვალსაჩინო ადგილას ქართული კულტურის კვალი სამუდამოდ აირეკლა, – ასე აფასებს პოეტი დავით მაღრაძე ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის აღმართვას.

მისივე თქმით, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა ბრწყინვალე ნამუშევარია, რომლის ავტორი ამირან ბაკურაძეა.

„მინდა მადლობა ვუთხრა ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდა, ვინც ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.

მისი თქმით, ვატიკანში გამართულ ისტორიულ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ასევე, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი კარდინალი ფერნანდო ვერჯეს ალძაგა, წმინდა საყდარში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია, რომელმაც მოზაიკა აკურთხა.

28 ნოემბერს ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება