fbpx

დავით მაღრაძე – ევროპული ბიუროკრატია ხანდახან ინერციით მიჰყვება 15-20 წლის წინანდელ კონიუნქტურას, ამან განაპირობა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალზე უსამართლო გადაწყვეტილება

ევროპული ბიუროკრატია ხანდახან ინერციით მიჰყვება 15-20 წლის წინანდელ კონიუნქტურას და ამან განაპირობა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალზე უსამართლო გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობის სამართლიან შეფასებას – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, საბჭოთა ექო უფრო იმ ადამიანებში ირეკლება, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე კი არა, ევროპის პოლიტ კონიუნქტურაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის ბიუროკრატია ამ ორგანიზაციის ბიუროკრატიის ნაწილია. საბჭოთა ექო უფრო იმ ადამიანებში ირეკლება, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე კი არა, ევროპის პოლიტ კონიუნქტურაზეა ორიენტირებული. ისინი საბჭოთა კარიერისტ -აქტივისტებს ჰგვანან, რომლებიც დისერტაციებს იცავდნენ, სამეცნიერო ხარისხი ჰქონდათ, მაგრამ ცოდნა არ ჰქონდათ. მათი სულიერი მემკვიდრეები არიან ის დღევანდელი პერსონები, რომელთაც მრავალგვერდიანი სი-ვი აქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ ბიოგრაფია. თუმცა ქართველებმა რაღაც შტამპები ნამდვილად მოვიფიქრეთ და იმაში დავრჩით. იქნებ დროა, მუდმივად ერთმანეთის სოციალური მდგომარეობით გასამართლებას როგორმე თავი დავაღწიოთ. ეროვნული მოძრაობის დროს ერთი ნაწილი ძალზე გულწრფელი იყო, მაგრამ მასობრივი აღტყინების თანახმად, საბჭოთა პლებეი ასამართლებდა საბჭოთა ინტელიგენტს. ვინც საბჭოთა პლებეის ემართლებოდა, ყველამ “პატრიოტი” დაირქვა, შეიძლება კარგი ინჟინერი ხარ, მაგრამ ცუდი ქართველიო. თავად კი კარგ ქართველად მიიჩნევდა თავს, ოღონდ რაში გამოიხატებოდა მისი კარგი ქართველობა, არავინ იცის. ახლაც იგივე ხდება. უბრალოდ, ფიქრი, სრული სურათის დანახვა, როგორც ყოველთვის, ახლაც გვეზარება. დღესაც ასეა, მავანი თავისი საზომით ზომავს ყველაფერს და ცდილობს რეალობა ისე წარმოაჩინოს, თითქოს ერთ მხარეს რუსეთია, მეორეზე – ამერიკა. სამშობლოს ვერ ხედავენ, მათთვის იქამდე არც გზაა და არც ბილიკი“ – აცხადებს დავით მაღრაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება