fbpx

დავით მაღრაძე – დეპოლარიზაციისთვის, რომელსაც ასე მხურვალედ ითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, უპირველესად საჭიროა პოლარიზაციას არ აქეზებდნენ არსაიდან

დეპოლარიზაციისთვის, რომელსაც ასე მხურვალედ ითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, უპირველესად საჭიროა პოლარიზაციას არ აქეზებდნენ არსაიდან. ისიც უნდა გავაცნობი¬ეროთ, რას დავარქმევთ დეპოლარიზაციას – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც მაღრაძე აღნიშნავვს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის 12-პუნქტიან პროექტზე¬ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათი ნაწილი თანამშრომლობს, ნაწილმა უარი თქვა.
„რაც შეეხება დეპოლარიზაციას, რომელსაც ასე მხურვალედ ითხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ამისთვის უპირველესად საჭიროა პოლარიზაციას არ აქეზებდნენ არსაიდან. ისიც უნდა გავაცნობი¬ეროთ, რას დავარქმევთ დეპოლარიზაციას.¬ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის 12-პუნქტიან პროექტზე¬ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. მათი ნაწილი თანამშრომლობს, ნაწილმა უარი თქვა. ეს კი, თუ გარედან მხარდაჭერილი არ იქნება,¬ ეს პარტიები ან პოლიტიკურ არსებობას შეწყვეტენ, ან სხვა პარტიებსა და ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ დასხდებიან. ასე რომ არ იყოს, გაუგებარია, ყველა არჩევნებზე პარლამენტში მოსახვედრად მონაწილეობენ, მაგრამ შემდეგ, როგორ თუ არ გავიმარჯვეთო, პარლამენტიდან გამორბიან, ეს კი ევროპისკენ სვლად ვერ შეფასდება“ – აცხადებს მაღრაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება