fbpx

დავით მათიკაშვილი: ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია გეგმა – ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია გეგმა – ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია გეგმა – ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. დააზიანონ საქართველო მნიშვნელოვან პროცესში, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ნიშნავს და ეს ყველაფერი საკუთარი დესტრუქციისთვის გამოიყენონ. საზოგადოებაში გააღრმაონ ანტისახელისუფლებო განწყობები. მოაწყონ რევოლუციაა, აადუღონ სიტუაცია საქართველოში და შემდეგ ქვეყანა ჩაერთოს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იქნება. ცხადია, მე ვგულისხმობ ომს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება