fbpx

დავით მათიკაშვილი: უნდა შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე

საკითხი ეხება იმას, რომ შეიზღუდოს, მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე, – პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

„თუკი სადმე იყო სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ იურიდიულ პირებს დაეფინანსებინათ, პატარა მასშტაბით იქნებოდა თუ დიდი მასშტაბით ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს შესაძლებლობა ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალსაზრისით არ უნდა ჰქონდეთ იურიდიულ პირებს სწორედ იმ მიზნით, რომ არჩევნებზე არ მოხდეს მოჭარბებული ძალაუფლების მქონე პირების გავლენის რეალიზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ხვალინდელი და ზეგინდელი დღისთვის და 2024 წლის არჩევნებისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს იმსჯელებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება